Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგები აკადემიური წერისა და  კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე  გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით: 

 ტრენინგის თემატიკა: ელექტრონული-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების  ტექნიკა და ფორმები;

პედაგოგი: ანა ტივაძე,

ციტირების სტილები (APA, CHICAGO)

        პედაგოგი: ზურაბ ოქროპირიძე  

პროგრამა Mendeley  -  თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება

პედაგოგი: ზურაბ ოქროპირიძე 

რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?;

 Turnitin-ის გამოყენება;

პედაგოგი: თეა პაპიაშვილი, ირინა კომახიძე

  

ტრენინგი ჩატარდება   2022 წლის  20 და 21 დეკემბერს   11:00 საათიდან 15:00 საათამდე.  

 

შეხვედრა ჩატარდება პროგრამა Zoom-ის საშუალებით რომელის რეკივიზიტებიც რეგისტრაციის შემდგომ გამოგეგზავნებათ პირად შეტყობინებაში.

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს